საბრძოლო რეზერვი

ალასანია: მომავალ წელს რეზერვის კუთხით თითო-თითო ბატალიონი გვეყოლება

facebook.com/alasaniairakli

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ალასანიას თქმით, ”მომავალ წელს საბრძოლო, ოპერატიული რეზერვის კუთხით თითო-თითო ბატალიონი გვეყოლება”

“რეზერვს რაც შეეხება, მივიღეთ გადაწყვეტილება და  მომავალ წელს საბრძოლო, ოპერატიული რეზერვის კუთხით თითო-თითო ბატალიონი გვეყოლება დასავლეთ და აღმოსავლეთ ოპერატიულ სარდლობაში. ამავე დროს. NATO-ელ პარტნიორებთან ერთად მომზადდება მთლიანად რეზერვის კონცეფცია და განხორციელების გეგმაც”,- აღნიშნა ალასანიამ.

ალასანიამ სამხედრო პოლიციის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სამხედრო პოლიციაში მუშაობის დაწყება შესაძლებელი სპეციალური კურსების გავლის შემდეგ იქნება .

“სამხედრო პოლიციას, პრაქტიკულად, პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია ჰქონდა. ამ ერთი წლის განმავლობაში მოხდა სრული დეპოლიტიზაცია. ამასთან, შეთანხმება შედგა და ინსტიტუციურად გაიმართა, რომ სამხედრო პოლიციელი ისე ვერ იმუშავებს, თუ მან არ გაიარა სპეციალური კურსები, რომელიც შსს აკადემიამ და თავდაცვის აკადემიამ ერთობლივად შეიმუშავა. ანუ, მათი საქმე იქნება არა შს სამინისტროს დუბლირება, არამედ კონკრეტულად  შეიარაღებულ ძალებში დანაშაულის პრევენცია, პროფილაქტიკა და გამოძიება”,- თქვა ალასანიამ.

კომენტარები