საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ალასანიას თქმით, თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობის დაკონსერვების გადაწყვეტილება თავად სამხედროებმა მიიღეს.
"თავდაცვის ზღუდეების მშენებლობის შეჩერებას რაც შეეხება, ეს გადაწყვეტილება მიიღეს სამხედროებმა, რომ მშენებლობა დაკონსერვდეს და ნაწილი მიყვანილი იქნეს იმ კონდიციამდე, რომ სამხედრო გამოყენება ჰქონდეს. უკიდურესად გაკვირვებული ვიყავი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ასეთი განცხადებები გააკეთა და მიანიშნა ადგილები, მიანიშნა რა ხასიათის იყო ეს ზღუდეები. მაგრამ მგონია, რომ ამ შემთხვევაში სამხედროებმა უკეთ იციან, რომელი ინფრასტრუქტურა, საინჟინრო და სამხედრო, სჭირდებათ საკუთარი ამოცანების შესრულებაში და მე ნაკლებად ვერევი ასეთ კონკრეტულ სამხედრო გადაწყვეტილებებში. მე ვარ მინისტრი, რომელმაც უნდა უზრუნველვყო პოლიტიკურად და ფინასურადაც მათი დამოუკიდებლობაც და მათთვის ინსტრუმენტების მიცემა თავდაცვის განხორციელებისთვის", - აღნიშნა ალასანიამ.





