ოლიმპიური ვარსკვლავი

ოლიმპიური ვარსკვლავის დაზარალებულები პროკურატურასთან აქციას მართავენ

სამშენებლო კომპანია ოლიმპიური ვარსკვლავის დაზარალებულები პროკურატურასთან აქციას მართავენ. ისინი დაზარალებულად ცნობასა და დარიცხული 27-მილიონიანი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას მოითხოვენ. მშენებლობა 2009 წელს უნდა დასრულებულიყო.

”ამხანაგობა ოლიმპიურ ვარსკვლავს საცხოვრებელი კორპუსი შარტავას ქუჩაზე უნდა აეშენებინა. ამ კორპუსის მშენებლობა 2009 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ის კიდევ არ არის აშენებული. ვცხოვრობთ ქირით, მაშინ როდესაც თითქმის ყველას ბინის საფასურის 95% გადახდილი აქვს. ასევე, არ ვიცით სად არის ჩვენ მიერ გადახდილი თანხები და ვითხოვთ პროკურატურისგან ამ საქმის დეტალურ გამოძიებას და დადგენას თუ არ ხდება საერთოდ. ასევე, ჩვენთვის უცნაურია და გაუგებარია, რატომ დაგვიწესეს 27-მილიონიანი საგადასახადო დავალიანება, ეს თანხები ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარის ზაზა რაზიკაშვილის დაგროვილია და ჩვენ ამაზე პასუხი არ უნდა ვაგოთ", - თქვა აქციის მონაწილე დალი ჩანტლაძემ. ის ხელისუფლებას მათი პრობლემების გადასაჭრელად დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ არაერთი წერილი დავწერეთ და მოვითხოვთ, რომ პროკურატურამ და საქართველოს ხელისუფლებამ დროული რეაგირება მოახდინოს ჩვენს სრულიად საფუძვლიან მოთხოვნებზე", - აღნიშნა ჩანტლაძემ.

კომენტარები