საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა

ნულანდი: ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის ისტორიული მომენტია

cfnews13.com

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ არჩევანს და სურს, რომ სამივე მათგანი იხილოს ევროპულ ოჯახში, სადაც ისარგებლებენ თავისუფალი ვაჭრობითა და უვიზო მიმოსვლით, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას. ამის თაობაზე ინფორმაციას ატლანტიკური საბჭოს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს

"ვილნიუსის ევროკავშირის სამიტამდე ორი კვირით ადრე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ისტორიული მომენტი დგება. სამივე ამ ქვეყანას ევროკავშირის მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად წინსვლა ჰქონდა კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ბაზრის გახსნილობის მხრივ და ნაბიჯი გადადგეს წინ, რათა გააფორმონ ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება", - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა. 

ნულანდის თქმით, უკრაინა ყველაზე ახლოსაა ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად და მას ამისათვის ბოლო სამი ნაბიჯის გადადგმა სჭირდება, საიდანაც უმთავრესი იულია ტიმოშენკოსთვის მკურნალობის მიზნით პატიმრობიდან გათავისუფლებაა. მისივე თქმით, აშშ უერთდება ევროკავშირის მოწოდებას, რომ უკრაინის ლიდერებმა მიიღონ სწორი და ისტორიული გადაწყვეტილება ქვეყნის 45 მილიონი მოქალაქის სასარგებლოდ და გადადგან ეს ნაბიჯები.

კომენტარები