ფოკუსი

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა / უსახლკაროები და ქველმოქმედება

რა შედეგი მოუტანა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის დათბობის პოლიტიკამ - გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენს კითხვებს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე პასუხობს.
ფოკუსის მეორე ბლოკში: დღეს გაირკვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობა უსახლკაროებისთვის თავშესაფარს აღარ ხსნის. ორგანიზაციის განცხადებით, თავშესაფრის ბინადრებსა და ორგანიზატორებს ძალადობის საფრთხე დაემუქრათ.
ფოკუსის სტუმრებთან უსახლკარო ადამიანების და მათ მიმართ გულგრილობის პრობლემებზე, ასევე საქართველოში ქველმოქმედების კულტურაზე ვისაუბრებთ. ჩვენს კითხვებს ორგანიზაცია იდენტობის ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე, საქველმოქმედო ორგანიზაცია ბორანის წარმომადგენელი ლევან ღამბაშიძე და საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოს კარიტასის წარმომადგენელი ნაზი კვარჩია პასუხობენ.

კომენტარები