ახალი მთავრობის ფორმირება

მარგველაშვილი ახალი მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობას არ მიიღებს

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებაში ის არ მონაწილეობს.

მარგველაშვილის თქმით, ახალი გუნდის ჩამოყალიბებაზე მომავალი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად მუშაობს და ამ პროცესში ჩართვა საჭირო არ არის.

"ირაკლი ღარიბაშვილი უაღრესად აქტიურად მუშაობს ახალი გუნდის ჩამოყალიბებაზე. მას უნდა მივცეთ დრო, შესაძლებლობა, რომ წყნარად იმუშაოს ამ მიმართულებით. ამ პროცესში არ უნდა ჩავერთო, არ უნდა გავაკეთო კომენტარები და ეს ასეც არის. ჭორების პარალელურად ჩვენ უნდა ველოდოთ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას, იმას, რანაირადაც ხედავს ის მომავალ მთავრობას და მე პატივს ვცემ მის პოზიციას. კონსულტაციებში მე არ ვმონაწილეობ, რადგან ეს არ არის პრეზიდენტის პრეროგატივა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები