რუსული კომპანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე

GNCC: საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რუსული მობილური ოპერატორი საქმიანობს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საოკუპაციო ხაზთან ახლოს დიცის, დვანისა და შიდა ქართლის რამდენიმე სოფლის პერიმეტრზე რუსული ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორის საქმიანობას ადასტურებს. კომისიის მოკვლევით ასევე დადგენილია, რომ ცხინვალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია საბაზო სადგურები. 

"კომისიამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რადიოს სიხშირული სპექტრის მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგის მიხედვით დადასტურდა, რომ რუსული კომპანია ახორციელებს მომსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე. თუმცა, კონკრეტულად იურიდიული პირის დასახელება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება", - ამბობს კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია ყურაშვილი.

მობილური ოპერატორის იდენტიფიცირების შემდეგ, კომპანიას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, სანქცია დაეკისრება, პირველ ჯერზე 50 ათასი, განმეორების შემთხვევაში კი, 500 ათასი ლარის ოდენობით. 

კომენტარები