კარლ ბილდტი

ბილდტი: სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ქვეყნის განვითარებას ავნებს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს და ის ახალი ტიმოშენკო გახდეს, უპასუხა, რომ მოვლენები, შესაძლოა, უარესად განვითარდეს, ვიდრე ტიმოშენკოს შემთხვევაში [უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო პატიმრობაში იმყოფება].

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ბატონ ივანიშვილს, რომ თუ ამ საქმეს წამოიწყებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მომდევნო რამდენიმე წელი ამ ერთი საკითხით შემოიფარგლება. რაც ქვეყნის განვითარებას ზიანს მიაყენებს“, - თქვა ბილდტმა.

კომენტარები