საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, "რამდენიმე თვეში ჩვენ შეგვეძლება ვიმუშაოთ პარლამენტის ძველ, თბილისის შენობაში". აღნიშნულის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
"პარლამენტში უჩვეულო აქტიურობა შეინიშნებოდა ჩვენი აპარატის თანამშრომლების. დერეფანი სავსე იყო ჩვენი აპარატის თანამშრომლებით, რომლებიც გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ რა იქნებოდა სწორი, სად იმუშაოს პარლამენტმა. ამასთან ერთად ამახვილებდნენ ყურადღებას აქ შრომის და ცხოვრების ძალიან მძიმე პირობებზე. მინდა ვთხოვო ყველას, რომ გავაგრძელოთ ჩვენი მოვალეობებისა და ფუნქციების შესრულება ამ ტიპის აჟიოტაჟის გარეშე. აპარატის თანამშრომლები ამ დროს, წესით, საქმით უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ვუთანაგრძნობ ძალიან ბევრ პრობლემაში, ვთხოვ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. მით უმეტეს, რომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ძალიან მკაფიოდ და სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს საკითხი სამართლებრივადაც და სხვა ყველა თვალსაზრისითაც გვარდება და რამდენიმე თვეში ჩვენ შეგვეძლება ვიმუშაოთ პარლამენტის ძველ, თბილისის შენობაში", - თქვა უსუფაშვილმა.





