როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებზე, 20:00 საათზე, როცა საარჩევნო უბნები დაიხურა, ამომრჩეველთა აქტივობამ 46.6% შეადგინა.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 648 662 ადამიანმა, ხოლო ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.
წინასწარი შედეგების გამოქვეყნება გვიან ღამით დაიწყება. ამ დროისთვის ცესკოში ავღანეთში ჩატარებული არჩევნების შედეგების ითვლიან.





