სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მიდვნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება.
"დღეს ველოდები ძალიან წარმატებულ არჩევნებს საქართველოში. მზადება არჩევნებისთვის იყო იმედისმომცემი. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დღეს და მომავალში დაანახებს მსოფლიოს, რომ მათი დემოკრატია ნამდვილად მომწიფდა", - განაცხადა აპატურაიმ.





