ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო დაადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი დაასრულა. ასევე მედიასაშუალებების რეგისტრაციის პროცესი.
ცესკო-ს ინფორმაციით, 2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრაცია 60-მა ადგილობრივმა (19,746 დამკვირვებელი) და 65-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ (1,241 დამკვირვებელი) გაიარა.
რაც შეეხება მედიასაშუალებებს, სულ აკრედიტაცია 152-მა ორგანიზაციამ (1,381 ჟურნალისტი) გაიარა, აქედან 84 საერთაშორისო მედია ორგანიზაციაა.