2013 წლის საპრეზიდენტი არჩევნები

ბურჯანაძე: მხოლოდ მე შემიძლია დიალოგით რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება

დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო ბურჯანაძის თქმით, მხოლოდ მას შეუძლია პირდაპირი დიალოგის გზით რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება.

"მე გაძლევთ პირობას, აქ, ერეკლეს მოედანზე, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, გავაერთიანებ საქართველოს. მხოლოდ მე შემწევს უნარი, რომ საქართველო გავათავისუფლო მავთულხლართებისგან. გაძლევთ პირობას, რომ ხელისუფლებაში ჩემი ყოფნის პერიოდში არასოდეს აღარ იქნება ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით გასროლილი ტყვია და არასოდეს აღარ იქნება ქვეყანა ჩათრეული წინასწარ წაგებულ ომში. მხოლოდ მე შემიძლია პირდაპირი დიალოგის გზით მოვაგვარო რუსეთთან ურთიერთობა", - თქვა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე თქვა, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს ივანიშვილის ხათრით არჩეული და "პატარა ბავშვივით არ უნდა გაიმეოროს ბიძინას ნაკარნახევი".

კომენტარები