ინციდენტი სოფელ ხურჩაში

ხვალ სასამართლო ხურჩის ტერაქტში ბრალდებულებს აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებს

primetimenews.ge

ხვალ, 11:00 საათზე ხურჩაში მომხდარ ტერაქტში ბრალდებულებს საქალაქო სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებს.

ხურჩაში მომხდარ ტერაქტში ბრალდებულებს ბრალი ტერორიზმის მუხლით წაუყენეს - ამის შესახებ დაკავებულების, რომან შამათავასა და მალხაზ მურღულიას ადვოკატმა, გოგა ონიანმა განაცხადა. 

მისი შეფასებით, ეს ბრალდება არის აბსურდული, რადგან ამ წუთამდე პროკურატურას დაცვის მხარისთვის მტკიცებულებები არ გადაუცია, რადგან პროკურატურაში აცხადებენ, რომ მტკიცებულებები მზად არ არის. გოგა ონიანის განცხადებით, ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და აცხადებენ, რომ საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებენ. ადვოკატმა აღნიშნა, ტომ დაკავებულებს უვადო შიმშილობა აქვთ გამოცხადებული. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა გუშინ დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია.

 

კომენტარები