ინციდენტი სოფერ ხურჩაში

ბობოხიძე: ლოგიკა არაა იმაში, რომ წინა ხელისუფლებამ ტერაქტი მოაწყო

epn.ge

არანაირი ლოგიკა არ არის იმაში, თუ რატომ უნდა მოეწყო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს წინა ხელისუფლებას ტერაქტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობიხიძე აცხადებს.

დეპუტატის თქმით, მთავარია, რამდენად მყარი და რეალური იქნება მტკიცებულებები, რადგან ძალიან ბევრ რამეს ამბობდნენ, რაც მართალი არ აღმოჩნდა. 
"ჯერჯერობით ამას ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაველოდოთ, ვნახოთ რა მტკიცებულებები დაიდება საბოლოო ჯამში. რასაც ამბობენ, არ ნიშნავს, რომ ასეა. ლოგიკას ვერ ვხედავ, მოსახლეობის დაშინების მიზნით რატომ უნდა მოეწყო ხელისუფლებას ტერაქტის იმიტაცია. რატომ უნდა დაგვეშინებინა მოსახლეობა, ძალიან საინტერესოა", - განაცხადა ბობოხიძემ.  

ბობოხიძე შს სამინისტროს ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ტერორისტული აქტი განახორციელეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს, ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით დაკავებულები არიან შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია.

კომენტარები