მე, მაგალითად, ძალიან გაოცებული ვარ, რა უნდათ ან სერგო კაპანაძეს ან ელენე ხოშტარიას. ჩემთვის გაუგებარია, სექტის მსგავსი რაღაც ხდება, ესენი არ არიან ის ადამიანები, რომ დიდი დარღვევები ჰქონდეთ, ან სამშობლოს წინაშე დანაშაული ჰქონდეთ ჩადენილი. იციან რეალობა, ამდენი ინტელექტი აქვთ, მაგრამ მაინც იქ დარჩნენ.
200-ზე მეტი საწარმოა დაფინანსებული, ესენი კი ამბობენ - აბა, სადაო? დადიან გიორგი ღვინიაშვილის დონეზე. ღვინიაშვილს თვითონაც დასცინეს თანაგუნდელებმა, როდესაც ბრიყვული შეკითხვა დასვა. სერგოც ღვინიაშვილია. სერგოს კაპანაძე შეგვიძლია აღარ დავუძახოთ, შეგვიძლია იმასაც ღვინიაშვილი დავუძახოთ
ივანიშვილი: რა უნდათ კაპანაძეს ან ხოშტარიას - სექტის მსგავსი რაღაც ხდება





