დაპირისპირება უწყებათშორის კომისიაში

ბაქრაძე უწყებათშორისი კომისიის დატოვება იძულებითი ნაბიჯი იყო

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

თუ უწყებათშორისი კომისიის თამჯდომარის, თეა წულუკიანის ამოცანა ჩვენი განადგურებაა, მაშინ კომისიაში დაბრუნებას  აზრი არ აქვს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძემ განაცხადა.

 ბაქრაძის განცხადებით რომ უწყებათაშორისი კომისიის დატოვება კარგი არ არის, თუმცა ეს წულუკიანის განცხადებით იყო გამოწვეული. "უწყებათაშორისი კომისიის დატოვება კარგი არ არის, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, რომელიც გამოიწვია სხდომაზე ქალბატონი წულუკიანის განცხადებამ, რომ მის ამოცანად რჩება "ნაციონალური მოძრაობის" როგორც პარტიის განადგურება. ასეთ პირობებში კომისიაში ყოფნას სამწუხაროდ, აზრი არ აქვს, თუმცა თბილისში დაბრუნების შემდეგ მექნება საუბარი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთანაც, არ გამოვრიცხავ ვისაუბრო თავად წულუკიანთანაც ამ თემაზე" - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს დავით ბაქრაძეს ურჩია, მალე გამოასწოროს მდგომარეობა და თავისი პარტია უწყებათაშორის კომისიაში დააბრუნოს. "სამწუხაროა ეს იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უწყებათაშორის საბჭოდან გასვლით აზიანებს საკუთარ კანდიდატს და მის ამომრჩეველს, რომელიც შეიძლება მხარს უჭერდეს დავით ბაქრაძეს. პირველ რიგში, მინდა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ვურჩიო, რომ ეს მდგომარეობა მალე გამოასწოროს და დააბურუნოს თავისი პარტია იქ, სადაც ჩვენ ვიხილავთ კანდიდატებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ჩვენ ბოლომდე უნდა ჩავაბაროთ წარსულს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს არსებული კულტურა, ბოიკოტი და წუწუნის" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები