რასმუსენის განცხადება საქართველოზე

რასმუსენი ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსეთის ქმედებებს გმობს

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართების გაბმის პროცესს გმობს.

რასმუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერა და რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა დაგმო.  ნატო-ს გენერალური მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა უნდა გახდეს.

ხორვატიაში, დუბროვნიკში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 59-ე სესიაში ქართული დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. 

 

 

კომენტარები