ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების პარაფირება

ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველოს მიმართ შანტაჟი და მუქარა დაუშვებელია

wikipedia.org

დაუშვებელია ის ეკონომიკური შანტაჟი, მუქარა და პოლიტიკური ზეწოლა, რომელსაც საქართველო განიცდის, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა.

ილვესმა ის ქვეყნები გააკრიტიკა, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოსა და მოლდოვის მიერ ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების პარაფირებას.

"დაუშვებელია ის ეკონომიკური შანტაჟი, მუქარა და პოლიტიკური ზეწოლა, რომელსაც ეს ქვეყნები განიცდიან იმის გამო, რომ რუსეთის საბაჟო კავშირს შეუერთდნენ. აუცილებელია, მეტი ყურადღებით მივადევნოთ თვალი ამ საკითხის გარშემო მოვლენების განვითარებას", - განაცხადა ტომას ჰენდრიკ ილვესმა პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრისას.

კომენტარები