ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეს, 5 ოქტომბერს, სპორტის სასახლეში წინასაარჩევნო ყრილობას გამართავს, რომელზეც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა დაგეგმილი. პარტიის პოლიტიკური საბჭო გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანო ხდება, რომელსაც თავმჯდომარე ეყოლება. თავმჯდომარის კანდიდატად პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა წარდგენილი, ხოლო პარტიის თავმჯდომარედ, მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მთავარი ოპოზიციური პარტიის განცხადებით, პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დემოკრატიულობის ხარისხი ახალი წესდებით ამაღლდება და პარტიის წევრებზე მეტად გადანაწილდება.
როგორც უმცირესობის წარმომადგენლები ამბობენ, პრაიმერიზი, როგორც კანდიდატების შერჩევის ძირითადი მექანიზმი პარტიის შიგნით ოფიციალურად დაკანონდება, ხოლო პარტიული რაიონული საქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელები არჩევითები იქნებიან.
ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივნად კვლავ ექსპრემიერი მერაბიშვილი რჩება, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ყრილობა დღეს 17:00-ზეა დაგეგმილი.





