ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმე

ბარნოვი: ე.წ. ჯიჰადის ვიდეოსთან დაკავშირებული გამოძიება არადამაჯერებელია

facebook.com/barnovi.official

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის აზრით, შს სამინისტროს მიერ ე.წ. ჯიჰადის ვიდეოსთან დაკავშირებული გამოძიება არადამაჯერებელია.

"თუ ეს საქმე ერთი თვის წინ გახსნეს, რას ელოდებოდნენ? მარტო მე ამ თემაზე 5-6-ჯერ მქონდა ბრიფინგი ჩატარებული. ის ვერსია, რომელიც შს სამინისტრომ მოგვაწოდა, ტყუილია. როგორ შეიძლება ამის დაჯერება, ერთი თვის წინ გახსნეს საქმე და დაავიწყდათ? სინამდვილეში, სულ სხვა ამბავია, მთავრობაში არის შიდა კონკურენცია და ამ ყველაფერში ჩვენ ვიჭყლიტებით", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა. 

დღეს შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე თქვა, რომ ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებული ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევია, რომელიც ამჟამად საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ის სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.

კომენტარები