საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთს სურს, აგრესიას აგრესიით ვუპასუხოთ

ტაბულა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი სოფელ დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების გამოწვევად აფასებს. მისი თქმით, რუსეთს სურს, საქართველომ აგრესიას აგრესიით უპასუხოს.

"ახლა კი საპრეზიდენტო არჩევნები და ვილნიუსის სამიტია, რომელზეც საქართველომ სერიოზული ნაბიჯი უნდა გადადგას ევროკავშირისკენ. რუსეთს სურს, გამოიწვიოს საქართველოს ხელისუფლება, ვუპასუხოთ აგრესიას აგრესიით, რათა ეჭვქვეშ დადგეს ჩვენი პერსპექტივები ევროპაში. ამის შედეგად კი უფრო ადვილი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. მოვუწოდებთ ყველას, შევინარჩუნოთ სიმტკიცე. ჩვენ ვმუშაობთ იმ ხალხის ბედზე, ვინც აღნიშნულ რეგიონებში ზარალდება. სჯობს, ამ რეგიონებში მცხოვრებ ათეულობით ადამიანების ბედზე ვიფიქროთ, ვიდრე ქვეყანას დავუკარგოთ პერსპექტივები, როგორც ეს 2008 წელს მოხდა", - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები