მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს

არასამთავრობოები ღარიბაშვილს გალის ხუთმხრივი შეხვედრების აღდგენას სთხოვენ

18 არასამთავრობო ორგანიზაცია შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, გალის ხუთმხრივი შეხვედრების აღდგენის თხოვნით მიმართავს. ორგანიზაციების ინფორმაციით, დღეიდან გალის რაიონში ე.წ. აფხაზური პასპორტების ამოღების პროცესი იწყება. ეს კი ადგილობრივი ეთნიკური ქართველების ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს. მათ გადაადგილების საშუალება შეეზღუდებათ.

არასამთავრობო ორგანიზაციის, დევნილი ქალები - საკუთარი უფლებების დაცვისთვის, ხელმძღვანელის, ნონა უბილავას თქმით, რუსეთის ხელისუფლებას სურს, ე.წ. სასაზღვრო ზოლზე რუსები ჩაასახლოს და ამ პროცესში მათ ქართველები ხელს უშლიან. ამასთან, თუ ქართველები უარს იტყვიან საქართველოს მოქალაქეობაზე, ისინი შეძლებენ ადგილზე დარჩენას. სხვა შემთხვევაში, აფხაზეთის დატოვება მოუწევთ, გალის რაიონის ტერიტორიაზე კი რუსები ჩასახლდებიან.

კომენტარები