დღეს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბოლო შეხვედრას ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
8 სექტემბერს, კოკოშკოვის გუნდი ჩეხეთთან ანგარიშით - 79:95 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ აქვს.
დღეს, საქართველოსა და ესპანეთის გარდა, ჩვენი ჯგუფის ორი შეხვედრა გაიმართება - ხორვატია ჩეხეთს, ხოლო სლოვენია პოლონეთს დაუპირისპირდება.
მატჩი საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის, თბილისის დროით 16:30 სთ-ზე დაიწყება.