პრემიერის ვიზიტი ესტონეთში

ბიძინა ივანიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილის facebook-ის ოფიციალური გვერდი.

ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ტომას ჰენდრიკ ილვესს შეხვდა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს. მათი ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ტომას ჰენდრიკ ილვესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ესტონეთის აქტიური ძალისხმევისათვის.

"შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა, რათა ახალი მთავრობის წევრებმა დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები თავიანთ კოლეგებთან", - აცხადებენ პრემიერის ადმინისტრაციაში.

კომენტარები