თბილისის საქალაქო სასამართლო

მოკლული ადუაშვილის ოჯახის წევრები სასამართლოზე სოსო პავლიაშვილს ადანაშაულებენ

მოკლული ბიზნესმენის ავთანდილ ადუაშვილის საქმესთან დაკავშირებით დღეს ჩანიშნული სასამართლო პროცესი დასრულდა. ადუაშვილის დედამ, ლარისა ეფრემიძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია მისი შვილის მკვლელობა სოსო პავლიაშვილმა დაუკვეთა და ფულიც მან გადაიხადა. 

"სოსო პავლიაშვილმა გააუბედურა ვახო ჩხაპელია და ეს გააკეთებინა. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ სოსომ მოაკვლევინა. სოსომ ორი საქმე გააკეთა - ჩხაპელიაც მოიშორა და ავთოც", - განაცხადა ეფრემიძემ. მოკლულის დედის განცხადებით, სოსო პავლიაშვილზე მას შემდეგ დაეჭვდა, რაც მან საკუთარი და და მშობლები საქართველოდან წაიყვანა. ეფრემიძე აღნიშნავს, რომ ვალის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობდა და ეს საკითხი, 24 ნოემბერს, ერევანში უნდა განხილულიყო სოსო პავლიაშვილსა და ავთანდილ ადუაშვილს შორის. 

სასამართლო პროცესზე დაკითხვისას, მოკლულის ძმამ აღნიშნა, რომ ერევანში დაგეგმილ შეხვედრაზე ავთანდილ ადუაშვილს საერთო ბიზნესიდან წილი უნდა გამოეტანა. 

 

 

კომენტარები