გიგი კალანდაძის საქმე

გიგი კალანდაძემ თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

გიგი კალანდაძე
primetimenews.ge

გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისა და თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას, წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის მინისტრებისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს, რადგან მისი ბრალდებულობის პერიოდში ისინი უსაფუძვლო ინფორმაციას ავრცელებდნენ.

”ჩემი ძირითადი მოთხოვნაა, მოიხადონ საჯაროდ ბოდიში ალასანიამ და წულუკიანმა, იმიტომ, რომ მათ ეცადეს  ყველანაირად მოეხდინათ ზეგავლენა სასამართლოზე და ავრცელებდნენ უსაფუძვლო ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა იმას, რომ მე მივიტაცე 500 000 ლარი. და მეორე, თითქოს მე მოწმეებზე ვახორციელებდი ზეწოლას სამეგრელოს რეგიონში. ეს არის ტყუილი” - აღნიშნავს კალანდაძე.

კომენტარები