საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: წარსულში ივანიშვილს მე-9 არხი მოსკოვიდან დაახურინეს

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil?fref=ts

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მისი ხელისუფლების დროს ტელეკომპანიების დახურვის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია იმედი არა მან, არამედ არხის მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი თარგამაძემ დახურა. 

სააკაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ბადრი პატარკაციშვილმა სახელმწიფო გადატრიალება სცადა, ტელეკომპანია იმედის მაშინდელმა კოლექტივმა თავად დახურა ტელევიზია. "ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ რუსების დავალებით თქვენი მაშინდელი მფლობელი აკეთებდა სახელმწიფო გადატრიალებას და კლავდა შს მინისტრს და აპირებდა რაღაცას პრეზიდენტზე", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, წარსულში მეცხრე არხი მაშინდელმა მფლობელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსკოვის ბრძანებით დახურა. 

"ვინ დახურა მეცხრე არხი? აბა, გამოიცანით, მე დავხურე? მე-9 არხმა გაუშვა ფილმი პუტინზე, დაურეკეს მე-9 არხის მფლობელს და ხომ არ იცით მისი სახელი და გვარი? - ეს არის საქართველოს პრემიერმინისტრი, დახურა არხი მოსკოვიდან დარეკვით. თუ გინდათ სიმართლე, მე იქ ვიყავი და ვიცი. მივყვეთ ისტორიას? 25-ე არხი გაიფურჩქნა ჩემი მთავრობის დროს და პოპულარული იყო. მე არ ვიცი, ვინ რა პრობლემები შეუქმნა. ძალიან კარგად ვიცი, რომ ბათუმში ერთ-ერთი მთავარი არხი იყო", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, არსებობს კლიშეები, რომლის მიხედვითაც მის პრეზიდენტობას აფასებენ, თუმცა ეს ასე არ არის.

"არსებობს ბევრი მთავრობა, რომელიც ამას აკეთებდა, ჩვენ ეს მთავრობა არ ვიყავით. ნაციონალური მოძრაობის დასუსტება გამოიწვია დებატებში თავის არიდებამ. ჩვენ ვარიდებდით თავს თავისუფალ დებატებს, ამაში იბადება ჭეშმარიტება, მაგრამ არის ბევრი სიბინძურე და ტყულები. გუშინ ავედი ბათუმში, სააკაშვილმა ფერიის მთაზე დაანგრიაო ეკლესია, ცხვირი დავადებინე ყველას, სად არის დანგრეული ეკლესია? ყველას ეგონა, მე ეკლესია დავანგრიე, ვინ დაანგრია ეკლესია? სააკაშვილი მკვლელი, სააკაშვილი ის, ეს. ახლა ხომ არის სიმართლე, ახლა მიდით და ნახეთ, ეკლესიაც არის, ფუნიკულიორიც არის, ჩემი ინიციატივით გაკეთებული. ეს მითები ნაწილ-ნაწილ ირღვევა და მინდა ამ თემებზეც ღიად ვილაპარაკოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები