საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

გია ვოლსკი: მედვედევის განცხადებებიდან ამოვიღოთ მხოლოდ პოზიტიური

რუსეთს თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს და რაც არ უნდა სენტიმენტალურად მოგვეჩვენოს, მედვედევი ლაპარაკობს მისი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ინტერესები, ამიტომ სენტიმენტალურ გრძნობებს არ უნდა ავყვეთ, უნდა გვქონდეს სწორი პოზიცია - მედვედევის განცხადებებიდან ამოვიღოთ მხოლოდ პოზიტიური, იქ კი, სადაც ვხედავთ, რომ გარკვეული მახეა ჩადებული, თუნდაც იმ მხრივ, რომ ჩვენმა ოპონენტებმა მათზე სპეკულირება მოახდინონ, გვერდზე უნდა გადავდოთ და სახელმწიფოებრივად მივუდგეთ. მესიჯები, რომელიც მედვედევმა გააჟღერა, უნდა ავიღოთ, დავგეგმოთ, განვახორციელოთ, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ ემოციური განცხადებების პრაქტიკას, რომელიც საქართველოში იყო დანერგილი

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე დმიტრი მედვედევის ინტერვიუს შესახებ კომენტარს სააგენტო ინტერპრესნიუსთან აკეთებს.

კომენტარები