რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პაატა ზაქარეიშვილი პუტინის პირობას სკეპტიკურად უყურებს

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სკეპტიკურად უყურებს დევნილთა დაბრუნების პროცესში ვლადიმირ პუტინის შესაძლო პირად ჩართვას.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რითაც ის მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, თითქოს პუტინმა აღნიშნულთან დაკავშირებით პირობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მისცა.

"პუტინის განცხადება არ მომისმენია. ვიცი მხოლოდ პრესიდან, თითქოს პუტინმა ეს პირობა დადო. არ მინდა პროცესებს ხელი შევუშალო. იმედია, ამ, ჩემთვისაც ჯერ კიდევ გაუგონარ პირობას შეასრულებს, თუმცა ვიცით, რომ სარკოზის ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია, აქამდე არ შეუსრულებია, ამიტომ სკეპტიკურად ვარ განწყობილი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, პროცესებს უნდა დაველოდოთ და საპატრიარქოს მუშაობის საშუალება მივცეთ.

კომენტარები