თბილისის საკრებულოს არჩევნები

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შიხიაშვილი აირჩიეს

ირაკლი შიხიაშვილი
netgazeti.ge

თბილისის საკრებულოში არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგად თავჯდომარე და თავჯდომარის პირველი მოადგილე აირჩიეს. საკრებულოს ახალი თავჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი გახდა, ხოლო მისი პირველი მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი იქნება. რიგგარეშე სხდომაზე, შიხიაშვილის კანდიდატურას 24-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი მხოლოდ გულიკო ზუმბაძე წავიდა, მიზეზად კი განაცხადა, რომ შახიაშვილი შინაგან სამინისტროს კადრია. გიორგი მუსხელიშვილის პირველ მოადგილედ არჩევას, 25-ივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კომენტარები