საქართველოს პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი არ განიხილება

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების საკითხი არ განიხილება. პრემიერის თქმით, მიუხედავად მძიმე შედეგებისა, "კონსტიტუციას და კანონმდებლობას პატივი უნდა ვცეთ".

ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ერთიანობაზეც ისაუბრა. პრემიერი მხარდამჭერებს სთხოვს, რესპუბლიკელებზე დაუმსახურებული კრიტიკისგან თავი შეიკავონ.

"ისინი [რესპუბლიკელები] არიან უფრო აქტიურნი, რამეთუ მათ აქვთ მეტი გამოცდილება. განსაკუთრებით თავი შეიკავონ პარლამეტის თავმჯდომარეზე თავდასხმებისაგან, უსუფაშვილი არის სახელმწიფო მოღვაწე, არის ძალიან კარგი გამოცდილების, არის ძალიან კარგი სპეციალისტი, ძალიან დაბალანსებული და ნიჭიერი კაცი. ჩემთვის ძალიან საწყენია, რომ მას ხშირად დაუმსახურებლად აკრიტიკებენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

კომენტარები