შსს

ღარიბაშვილი თურქ კოლეგას მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელის დაკავებას სთხოვს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელის - ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანის დაკავების თხოვნით, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა. 

ღარიბაშვილის განმარტებით, თურქული მხარე ქართველ კოლეგებს აქტიურ დახმარებას უწევს სავარაუდო მკვლელის დაკავების საკითხში.

შეგახსენებთ, გუშინ შსს-მ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელია ასახული. კადრებში ჩანს, თუ როგორ გადის სასაზღვრო კონტროლს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თან ყავისფერი ზურგჩანთა და შავი ხელჩანთა აქვს.

გუშინვე შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, გამოძიებისთვის ცნობილია, რომ მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელი, 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისს 19.22 საათზე ქვეყნის ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა. 

კომენტარები