შსს

შსს-მ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელი ჩანს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

შსს-მ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელია ასახული. კადრებში ჩანს, თუ როგორ გადის სასაზღვრო კონტროლს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თან ყავისფერი ზურგჩანთა და შავი ხელჩანთა აქვს.

შეგახსენებთ, რომ დღესვე შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიებისთვის ცნობილია, რომ მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელი, 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისს 19.22 საათზე საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა. 

შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს თურქ კოლეგებთან უკვე აწარმოებს.

კომენტარები