საქართველოს პრემიერმა ვილნიუსში, ლიტველ კოლეგასთან, ალგირდას ბუტკევიჩიუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში სანიმუშო იქნება. 27 ნოემბერს, პრემიერის თქმით, ვილნიუსში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება იგეგმება.
"ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ჩვემი აზრით, ეს მიღწევადია. ოქტომბრის არჩევნები, რა თქმა უნდა, ამაზე გავლენას მოახდენს. მე გარწმუნებთ თქვენც, ჩემი კოლეგაც დავარწმუნე და ფართო შევხედრაზეც გავუსვით ხაზი, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში სანიმუშო იქნება. ჩვენ მოვახერხებთ და პირველად საქართველოს ისტორიაში სახელმწიფო რესურსები არ იქნება გამოყენებული რომელიმე ერთი კანდიდატურის სასარგებლოდ. საერთოდ ვფიქრობთ, რომ ყველაზე ტიპიური, ევროპული არჩვენები ჩატარდება ოქტომბერში და ეს ხელს შეუწყობს ჩვენი შეთანხმების ხელმოწერას და შეიძლება მეტიც მივიღოთ არჩევნებიდან გამომდინარე", - განაცხადა ივანიშვილმა.
"იმედს ვიტოვებთ, რომ პრობლემები არ შეიქმნება და ეს მართალც გამჭვირვალე არჩევნები იქნება", - განაცხადა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა.





