ყაზანის უნივერსიადა

ქართული დელეგაციის კატასტროფული შედეგი ყაზანის უნივერსიადაზე

ყაზანის უნივერსიადა
kazan2013.ru

ყაზანში მიმდინარე მსოფლიოს უნივერსიადაზე ქართველი სპორტსმენები წარუმატებლად ასპარეზობენ. თუნდაც ერთი მედალი უკვე 54 ქვეყნის სპორტსმენებს აქვთ მოპოვებული, შესაბამის სიაში კი საქართველო არ ფიგურირებს. სიტუაცია უფრო კატასტროფულად მოგვეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი დელეგაცია უნივერსიადაზე საკმაოდ სოლიდურია და 100 სპორტსმენისგან შედგება.

წარუმატებლად გამოვიდნენ ქართველი მოჭიდავეები, ძიუდოისტები, მოჭადრაკეები - ანუ იმ სახეობებში სადაც ტრადიციულად ძლიერად ვასპარეზობდით, თუნდაც ბრინჯაოს მედლის მოპოვებაც კი ვერ შევძელით.

ყაზანში 27-ე საზაფხულო უნივერსიადა 17 ივლისს დასრულდება. მოცემული მომენტისთვის, მედლების რაოდენობით პირველ ადგილზე რუსეთია - 166 მედლით, იაპონელებს 47 მედალი აქვთ და მეორე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო სამხრეთ კორეა 28 მედლით მესამე ადგილზეა.

კომენტარები