NBA

ჰოვარდი ჰიუსტონ როკეტსში მიდის

დუაიტ ჰოვარდი
espn.com

27 წლის კალათბურთელი დუაიტ ჰოვარდი კმაყოფილებას ვერ მალავს იმ ფაქტით, რომ ჰიუსტონ როკეტსთან კონტრაქტი შეათანახმა. მისი თქმით, ახალ სეზონს დიდი ენთუზიაზმით ელის.

"ჰიუსტონი - საუკეთესო ადგილია კარიერის გასაგრძელებლად. ძალიან მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებები წარმატებულად დასრულდა. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას," - განაცხადა ჰოვარდმა.

უახლოეს მომავალში, სუპერმენი ტექსასელებთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და გამოიმუშავებს 88 მილიონ დოლარს. შეთანხმება 10 ივლისის შემდეგ გაფორმდება, როდესაც NBA-ს თავისუფალი აგენტების ბაზარი გაიხსნება. 2012/13 წლის სეზონში, ჰოვარდმა ლოს ანჯელეს ლეიკერსის მაისურით 76 მატჩში მიიღო მონაწილეობა რეგულარულ ჩემპიონატში, საშუალოდ 17.1 ქულას, 12.4 მოხსნას და 1.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

კომენტარები