წიგნის კითხვის დღე

სამების საკათედრო ტაძარში სამკითხველო კარვებს გაშლიან

სამება
wikipedia.org

შაბათს ქვეყნის მთავარი კათედრალის ეზოში სამკითხველო კარვებს გაშლიან. ინტერპრესნიუსის ცნობით, სამების ტაძრის ეზოში სამკითხველო კარვები გაიშლება, სადაც მოძრაობა "დავითიანისა" და გამომცემლობა "ბიბლუსის" ერთობლივი ღონისძიება - "წიგნის კითხვის დღე" ჩატარდება. ღონისძიებას პატრიარქი ილია მეორეც შეუერთდება. 

კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებული შაბათის ტრადიციული წიგნის კითხვის დღე, ამჯერად ღია ცის ქვეშ გაიმართება. ტაძრის ეზოში სამკითხველო კარვებს "ბიბლუსი" და "ღია ბიბლიოთეკა" მოაწყობს. 50-მდე წიგნის მოყვარულ მკითხველს გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები "მუსიკოსი" დაურიგდება. სიღრმისეული ანალიზისთვის მკითხველები ქართველი მწერლების კრებულებითაც დაჯილდოვდებიან.

 

კომენტარები