პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: გაჩვენებთ როგორ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს

Bidzina Ivanishvili
Official FB Page

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, დღეს, ტელეკომპანია კავკასიის ეთერში დაკარგული ტერიტორიების შესახებ ისაუბრა. მაყურებლის კითხვაზე, რომელმაც პრემიერი რუსეთთან ურთიერთობების გამო გააკრიტიკა, მან შემდეგნაირად უპასუხა: "რა დავუთმეთ ჩვენ რუსეთს? არაფერი გვაქვს დასათმობი. არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. არაფერი მიგვიცია. რა მივიღეთ იმ რიტორიკით, რაც იყო? თითქოს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ. ამაზე არის ყიჟინა "ნაციონალების" მხრიდან, რომ ჩვენ რამე გავაჩუქეთ. თავად გააჩუქეს. ჩვენ დაბრუნებაზე ვზრუნავთ და გაჩვენებთ, რომ დავიბრუნებთ. ტყუილად ხართ გაღიზიანებული. ცოტა დაელოდეთ, რამდენიმე წელიწადში ყველაფერს აღვადგენთ და დავიბრუნებთ კიდეც". 

კომენტარები