17 მაისის მოვლენები

მეუფე იაკობი

როდესაც ეს ყველაფერი მოხდა, ძალიან საეჭვოდ და ძალიან სასწრაფოდ წამოვიდა განცხადებები როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ, ასევე ეკლესიის წინააღმდეგ. უშუალოდ პატრიარქზე მოდიოდა დიდი დარტყმა, ჩემზე არაფერია, ჩემზე თუ მოვა არაფერია. ასევე წამოვიდა ხელისუფლების გარკვეულ წევრებზე დარტყმა.

ცდილობდნენ წარმოეჩინათ ეკლესია ისე, თითქოს რაღაც ბრბო ვართ, ვიღაცას მივუვარდით, დავარბიეთ და საზოგადოების რაღაც ნაწილი გვასწავლის ზნეობას და თუ როგორ მოვიქცეთ და რა გავაკეთოთ.

შემდეგ ძალიან საეჭვო იყო უცხოეთის გამოხმაურებაც. იმიტომ, რომ შვეციაში რამდენი დღეა საშინელი რაღაცები ხდება, დაწვეს პოლიციის შენობები, დაწვეს ბიბლიოთეკა, იცით რაც ხდება. და არავითარი რეაქცია არ კეთდება ისეთი, როგორც საქართველოს ამ 17 მაისის მოვლენებზე

ქორეპისკოპოსი იაკობი სტუმრად გადაცემა "მთავარ ფაქტორში"

კომენტარები