საპროტესტო აქცია

აქცია დედაენის ბაღში დასრულდა

აქცია "არა თეოკრატიას!"

დედაენის ბაღში აქცია „არა თეოკრატიას!“ დასრულდა. ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეები დედაენის ბაღს ტოვებენ. პოლიციამ მათ დერეფანი გამოუყო.  ადგილზე ისევ რჩებიან  ე. წ. კონტრაქციის მონაწილეები.

აქცია სახელწიფოებით „არა თეოკრატიას“  საზოგადოების წარმომადგენლების მიერ არის ორგანიზებული, რომლებიც 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ძალისმიერი დარბევის ორგანიზატორთა დასჯას  და სასულიერო პირებისა და მართლმადიდებელი აქტივისტების მხრიდან აგრესიის აღკვეთას მოითხოვენ.

კონტრაქციის ორგანიზატორები კი  აცხადებენ, რომ „ჰომოსაქსუალიზმის პროპაგანდის“ წინააღმდეგ გამოდიან.  

 

კომენტარები