17 მაისის მოვლენები

მარგველაშვილი: კანონი ყველასთვის ერთია

ტაბულა

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი, 17 მაისის მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე, მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანონი ყველასთვის ერთია.

"რაც შეეხება დამნაშავეთა დასჯას, სამართალდამცავებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის სამართალდამრღვევი. პოლიცია და პროკურატურა კონკრეტული ადამიანის ვინაობაზე ამ შემთხვევაში ყურადღებას არ ამახვილებს, რადგან კანონი ყველასთვის ერთია, გადაწყვეტილება კი სასამართლომ უნდა მიიღოს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

მისივე თქმით, ყველაფერი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, "კონსტიტუციის დაცვის გარანტი კი სახელმწიფოა". 

კომენტარები