პრესკონფერენცია

ივანიშვილი: საია-მ გადააჭარბა თავის უფლებებს

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე ისაუბრა.

ჟურნალისტმა ივანიშვილს საია-ს 13 მაისის განცხადება შეახსენა, რომლის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დაკითხვის დროს მათზე ზეწოლაზე საუბრობენ. საია-მ მოუწოდა სამართალდამცავებს, აღნიშნული ფაქტით დაინტერესდნენ.

"საია კარგად ახსენეთ და კარგია. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ჩემი დიდი სურვილია და ვაპირებ მეც ამ პროცესში ჩავერთო, მაგრამ აქაც შევახსენებ სამოქალაქო საზოგადოების წევრებსაც, მათ შორის საია-ს წევრებსაც, რომ მათაც თავისი ფუნქცია აქვთ და საია ვერ გახდება ახალი მოსამართლე, ვერ ექნება იმაზე მეტი ფუნქცია, ვიდრე მათ აქვთ კანონით მინიჭებული, რამეთუ მე მათი რეაგირების წინანდელ ფაქტებსაც ვიხსენებ.

საზოგადოებამ მინდა გაიგოს, სახელმწიფოსაც ჰყავს სტრუქტურები, სტრუქტურებს აქვს თავისი დანიშნულება, სახელმწიფოში არსებობს კანონი და ყველას აქვს კანონის მიხედვით თავისი უფლების განხორციელების საშუალება და ზედმეტ აქცენტს ნუ მივცემთ, საია-მ თქვა და ქვეყანა უნდა აყირავდეს, არც ასეა საქმე. მე მგონი, რომ მათ გადააჭარბეს თავის უფლებებს, მაშინ მე კითხვა არ დამისვია და რეაქცია არ გავაკეთე, მაგრამ მე მაინც იქ ვრჩები, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ მაქსიმალურად იაქტიუროს და გნებავთ გადააჭარბონ თავის უფლებებს, გნებავთ საია-მაც. ოღონდ საზოგადოებას ვახსენებ, ნუ წარმოიდგენთ საია-ს სახელმწიფო სტრუქტურად. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და მათ აქვთ აზრის გამოთქმის უფლება და საზოგადოებამ უნდა გააკეთოს კარგი ანალიზი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"საია-ს განცხადებას რაც შეეხება, მათ აქვთ უფლება ეს ეჭვი გამოთქვან და პროკურატურა და ჩვენც დავინტერესდებით, კანონმდებლობით როგორ არის შესაძლებელი. გამოძიებაში არ ვერევი, მე ვერც იმას მოგახსენებთ, რამდენად სწრაფად დასრულდება. ზოგადად ვკითხულობ და მეუბნებიან, რომ ფაქტებია საკმარისზე მეტი და მე არ მაქვს იმის იქით ჩარევის უფლება გამოძიებაში", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.  

კომენტარები