პრესკონფერენცია

ივანიშვილი: აღარ გვიწევს თავის მართლების რეჟიმში ყოფნა

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში ჟურნალისტებს ხვდება. შესავალ სიტყვაში ივანიშვილმა მიუსამძიმრა გუშინ, 13 მაისს, ავღანეთში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს.

შესავალ სიტყვაში მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო საზოგადოების "კეთილგანწყობაზე" საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ.

"ჩვენ აღარ გვიწევს ბევრი განმარტებები - ვინ ვართ ჩვენ, რისთვის მოვედით. დაგვჭირდა ნახევარი წელიწადი იმისთვის, რომ ის სიცრუე, რასაც ავრცელებდა ნაციონალური მოძრაობა მის ლიდერებთან ერთად, ევროპასა და ამერიკაში დაიძლია და მოახერხეს მათ ჭეშმარიტად დაენახათ რეალური სახე ჩვენი გუნდის და რეალური სტრატეგია", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის აზრით, საერთაშორისო იმიჯის გამოსწორობაზე გარკვეულწილად იმოქმედა სამთავრობო ვიზიტებმა და ასევე დიპლომატიური კორპუსის კარგმა მუშაობამ.

"პრეზიდენტი ყველანაირ წინააღმდეგობას გვიწევს იმისთვის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნორმალურად იფუნქციონიროს", - განაცხადა ივანიშვილმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იქვე დასძინა:"ჩვენ აღარ გვიწევს თავის მართლების რეჟიმში ყოფნა. საერთაშორისო თანამეგობრობამ რეალურად გააცნობიერა ჩვენი სტრატეგია და ხედვები".

კომენტარები