ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრები

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებში მწვრთნელები შეიცვალნენ

პრესკონფერენცია ჭიდაობის ფედერაციაში
msy.gov.ge

ჭიდაობის ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელების ვინაობა დასახელდა.

ეროვნული ნაკრების მთვარი მწვრთნელის მოვალეობებს ოთარ ტატიშვილი შეასრულებს, ხოლო მისი თანაშემწეები ბადრი ხასაია და ზაზა ჯიბლაძე იქნებიან. ეროვნული ნაკრების მრჩევლად კი ბეგი დარჩია დაინიშნა.

ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა სილაგაძე იქნება, მისი თანაშემწეები კი მუხრან მაჭუტაძე და ოთარ ფევაძე გახდნენ. ახალგაზრდული ნაკრების მრჩეველი ლადო ადეიშვილი იქნება.

ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დავით ბედინაძე დაინიშნა, მისი ასისტენტები კი მამუკა სულთანიშვილი და ხვიჩა ქორიძე იქნებიან. მრჩევლად ვაჟა კრავეიშვილი დაინიშნა.

ეროვნული და სხვა ასაკობრივი ნაკრებების კურატორის მოვალეობებს ბაკურ გოგიტიძე შეასრულებს.

მწვრთნელები ნაკრებს წლის ბოლომდე უხელმძღვანელებენ, ნაჩვენები შედეგის მიხედვით კი გადაწყდება მათი მომავალი საქმიანობა ნაკრებში.

წლის ბოლოს, უკვე საბოლოოდ დაინიშნება ის გუნდი, რომელიც მოჭიდავეებს ოლიმპიადამდე მოამზადებს.

კომენტარები