სააკაშვილი თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. სააკაშვილის მისვლას უნივერსიტეტის ეზოში რამდენიმე ჯგუფი ელოდა. მათ შორის იყვნენ პოლიტპატიმრის სტატუსით ამნისტირებულები და ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის წევრები. ასევე, საპროტესტო აქციას მართავდნენ სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისთვის. აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ ლაბორატორია 1918-ის წევრებიც. ამავე გაერთიანების წარმომადგენლები შეხვედრაზე კითხვების დასასმელად შევიდნენ.

კომენტარები