ენერგოუსაფრთხოება

სააკაშვილი გაზის რუსეთიდან შესაძლო შემოტანაზე ივანიშვილისგან განმარტებას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი
www.facebook.com/SaakashviliMikheil

აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვი­ზი­ტით მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის რუ­სე­თი­დან შე­საძ­ლო შე­მო­ტა­ნა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ამ სა­კით­ხში რუ­სე­თის სე­რი­ო­ზულ ალ­ტერ­ნა­ტი­ვად გან­ხილ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კურ­სის ფუნ­და­მენ­ტუ­რი გა­და­ხედ­ვაა. სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ­მი­ნისტრ ივა­ნიშ­ვილს ამ სა­კით­ხზე ამომ­წუ­რა­ვი გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ბა­ქო­ში ჩე­მი ჩა­მოს­ვლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ა­კე­თეს ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლომ უნ­და შეწ­ყვი­ტოს აზერ­ბა­ი­ჯან­ზე ენერ­გო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და, რო­გორც სე­რი­ო­ზუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, გა­ნი­ხი­ლოს რუ­სე­თი­დან გა­ზის შე­მო­ტა­ნა. რუ­სე­თი­დან ჩვენ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის გა­ზი მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ისე­დაც შე­მოგ­ვქონ­და, რო­გორც სომ­ხეთ­ში ტრან­ზი­ტის სა­ფა­სუ­რი, მაგ­რამ ენერ­გე­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით რუ­სე­თის სე­რი­ო­ზულ ალ­ტერ­ნა­ტი­ვად გან­ხილ­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კურ­სის ფუნ­და­მენ­ტუ­რი გა­და­ხედ­ვაა", - აც­ხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ ბო­ლო წლებ­ში მო­ა­ხერ­ხა ის, რაც ვერ მო­ა­ხერ­ხეს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­მა და უკ­რა­ი­ნამ გა­სულ წლებ­ში - რუ­სე­თის­გან ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მი­აღ­წია.

"დღეს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­მაც კი და­იწ­ყო გა­ზის სხვა წყა­რო­ე­ბი­დან შე­მო­ტა­ნა, რო­დე­საც მთე­ლი ევ­რო­პა ცდი­ლობს, თა­ვი და­აღ­წი­ოს რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა ნიშ­ნავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის დაბ­რუ­ნე­ბას მძი­მე წარ­სულ­ში. ჯერ ერ­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გა­ზი რუ­სულ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე ია­ფია, მე­ო­რე - სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სია, რად­გან ეს ასე­ვე ნიშ­ნავს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას, ამი­ტომ ძა­ლი­ან ია­ფად გვაძ­ლევს გაზს. რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სია მე­ზობ­ლებ­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბა და ამა­ში ენერ­გო­ბერ­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა".

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად სა­ჭი­როა თურ­ქმე­ნეთ­თან და ყა­ზა­ხეთ­თან მუ­შა­ო­ბა.

"რუ­სე­თი ამ მხრივ ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­მოდ­გე­ბა. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა ისე­თი წყა­რო, რომ­ლის მეს­ვე­უ­რი გა­დაწ­ყვეტს, რო­გორც ეს რამ­დე­ნი­მე წლის წინ მოხ­და, რომ არ მოს­წონს ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა და ერთ ზამ­თრის სუს­ხი­ან ღა­მეს ჩაგ­ვაბ­ნე­ლებს, გაგ­ვყი­ნავს და მი­წას­თან გაგ­ვას­წო­რებს. რა თქმა უნ­და, ეს უნ­და ავი­რი­დოთ თა­ვი­დან. ამი­ტომ მე მო­ვე­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი ამომ­წუ­რავ გან­მარ­ტე­ბას გა­ა­კე­თებს", - ამ­ბობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

გა­ზის რუ­სე­თი­დან იმ­პორ­ტის შე­სა­ხებ, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა გა­ზეთ ვერ­სი­ას­თან ისა­უბ­რა. კა­ხა კა­ლა­ძემ რუ­სე­თი­დან ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გა­მო­რიც­ხა. მი­სი­ვე თქმით, სა­მო­მავ­ლოდ რუ­სუ­ლი გა­ზის მი­სა­ღე­ბად მუ­შა­ო­ბა უნ­და და­იწ­ყოს, რომ გაზ­მო­მა­რა­გე­ბა მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯან­ზე არ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"შე­საძ­ლოა ავა­რია ან აფეთ­ქე­ბა მოხ­დეს, თან მილ­სა­დენს გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რად­გან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფეთ­ქე­ბე­ბი ხში­რია და ამის გა­მო სა­ქარ­თვე­ლო­ში წნე­ვა იკ­ლებს ხოლ­მე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მუ­შაო ნამ­დვი­ლად გვაქვს, რომ მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯან­ზე არ ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი", - ამ­ბობს კა­ლა­ძე ტე­ლე­მე­დი­ის მი­ერ გავ­რცე­ლე­ბულ კო­მენ­ტარ­ში.

კომენტარები