ენერგოუსაფრთხოება

სუბარი: მე საერთოდ ვერ გავიგე, რა თქვა და რა მოითხოვა პრეზიდენტმა

მე საერთოდ ვერ გავიგე, რა თქვა და რა მოითხოვა. როცა გავიგებ, რა სურს ბატონ პრეზიდენტს, მერე შემიძლია, ჩემი პოზიცია გამოვხატო. რაც შეეხება Gazprom-თან მოლაპარაკებებს, ეს მოლაპარაკებები ყოველწლიურად იმართება ერთი მარტივი მიზეზის გამო - საქართველოს გავლით გადის სატრანზიტო გაზი და ეს ხელშეკრულება ყოვეწლიურად უნდა განახლდეს.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მთავრობისადმი მიმართვაზე, რომ უახლოეს მთავრობის სხდომაზე ენერგოუსაფრთხოების საკითხის განხილვა მოხდეს, რომელსაც თავად დაესწრება. მთავრობის ადმინსტრაციას ჯერჯერობით მისთვის არ უპასუხია.

კომენტარები