ფლოიდ მეივეზერი

მეივეზერი: არ არსებობს გეგმა, თუ როგორ უნდა დაამარცხო ფლოიდ მეივეზერი

დაუმარცხებელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერის განცხადებით, რობერტ გერეროს წინააღმდეგ ტიტულისთვის გასამართ შეხვედრაში, რომელიც 5 მაისს შედგება, ჭკვიანურად ბრძოლას აპირებს.

„მიგელ კოტოს წინააღმდეგ შეხვედრა საინტერესო იყო, მაგრამ ზედმეტად ბევრი დარტყმა მივიღე, ამიტომ ახლა უფრო ჭკვიანურად უნდა ვიჩხუბო და მწვრთნელის რჩევებს მეტი ყურადღებით მოვეკიდო“, - აცხადებს მეივეზერი.

წლის განმავლობაში თავის პირველ ბრძოლაში, 36 წლის მოკრივე სასწორზე WBC ვერსიით საშუალო წონაში საჩემპიონო ქამარს და 43-0 მოგებათა რეკორდს დებს.

მეივეზერი მეტოქის შანსებზე საუბრისას ხუმრობს და საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობს:

„ყველას აქვს რაღაც გეგმა. 43-დან თითოეულ მოწინააღმდეგეს ჰქონდა რაღაც გეგმა, მაგრამ ამისგან რა გამოვიდა, ყველამ კარგად იცის.

არ არსებობს გეგმა, თუ როგორ უნდა დაამარცხონ ფლოიდ მეივეზერი. აქამდე ვერავინ იპოვა ასეთი კოდი“.

შეხვედრა ფლოიდ მეივეზერსა და რობერტ გერეროს შორის 5 მაისს, ლას ვეგასში, MGM გრანდში გაიმართება.

კომენტარები