საია

ხუხაშვილი: საია არ უნდა გახდეს თანამედროვე მხედრიონი ავტომატის გარეშე

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსს ვალერიან თეალიასა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საია-ს არ შეშვენის კორპორატიული ომი. 

ხუხაშვილის თქმით, პოლიციის მხრიდან შეცდომები იქნა დაშვებული და რეჟიმის შეცვლა არ ნიშნავს ცვლილების შეცვლას. 

მისი თქმით, საია-მ დაიწყო კომპრომატების ქექვა აჭარის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ."არ უნდა გახდეს ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია თანამედროვე მხედრიონი ავტომატების გარეშე, მაგრამ საბუთებით შეიარაღებული, რომლისთვისაც შეიძლება თურმე ნასვამი მანქანაზე დაჯდომა. კორპორატიული ინტერესისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის გაჩაღება არავის არ შეშვენის, მით უმეტეს ასეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას", - აცხადებს ხუხაშვილი.

 

 

 

კომენტარები